იმპლანტები
განმარტება
იმპლანტები არის სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ორგანიზმში ჩადგმისთვის. იმპლანტები ძალზე მრავალფეროვანია და მედიცინის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. პლასტიკურ ქირურგიაში ძირითადად სილიკონისგან დამზადებულ იმპლანტებს ვიყენებთ.
შედეგი
იმპლანტების საშუალებით შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა უბნის კორექცია, ეს ის არეებია სადაც მეტი მოცულობაა სასურველი. ყველაზე ხშირად მკერდის იმპლანტები გამოიყენება, თუმცა ასევე არსებობს წვივის, ნიკაპის, დუნდულოს, სათესლე ჯირკვლის, ყვრიმალის, ცხვირის და სხვა. მათი საშუალებით შესაძლებელია სასურველი ფორმა მივცეთ სხეულის აღნიშნულ არეებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული უბნისთვის განკუთვნილ პროტეზს შესაბამისი სიმკვრივე და კონსისტენცია აქვს., რის გამოც მათი გარჩევა ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.
ოპერაცია
ოპერაციები ტარდება მცირე განაკვეთებიდან ნიკაპქვედა ან ტუჩის შიგნითა ზედაპირზე - ნიკაპის შემთხვევაში, დუნდულების გაზრდისას განაკვეთი კუდუსუნის არეშია და 5 სმ არ აღემატება. წვივების შიგნითა ზედაპირების გადიდების შემთხვევაში განაკვეთები მუხლქვედა ფოსოშია და დაახლოებით 3 სმ-ია. ამ განაკვეთებიდან ხდება სასურველ არეში მისთვის განკუთვნილი ენდოპროტეზის მოთავსება, რომელიც მუდმივად რჩება და რადიკალურად ცვლის მას.
ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება
გვერდითი მოვლენები
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ენდოპროტეზები უსაფრთხოა. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ევროპული მწარმოებლების იმპლანტებს. ოპერაციის შემდგომ იშვიათია კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდგომ. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ. 1 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა
ანესთეზია
ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის პირობებში.