Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მკერდის გადიდება - აუგმენტაციური მამოპლასტიკა

განმარტება


მკერდის გადიდების (აუგმენტაციური მამოპლასტიკა) ოპერაციის მიზანია, ენდოპროთეზების იმპლანტაციით მკერდის ფორმისა და მოცულობის შეცვლა. იმპლანტი თავსდება სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ.

შედეგი


ლამაზი მკრდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული.. სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ენდოპროტეზების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის კორექციაც.. მცირედ დაშვებული მკერდის შემთხვევაში საკმარისია იპლანტის გამოყენება და მკერდი კვლავ აიწევს. ასევე ასიმეტრიის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იმპლანტების შერჩევით გამოვასწოროთ განსხვავება. ენდოპროთეზი პაციენტს ხელს არ უშლის მშობიარობასა და ბავშვის ძუძუთი კვებაში. როგორც სპეციალისტთა გამოკვლევები ცხადყოფს, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ იმპლანტი იწვევდეს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი სავსებით უსაფრთხოა, არ იწვევს არავითარ ალერგიას ან ინტოქსიკაციას.

ტექნოლოგია

ენდოპროტეზებით მკერდის გადიდებისთვის გამოიყენება მცირე ზომის 4-5 სმ განაკვეთების მკერდის ქვეშ ან არეოლის ქვედა კიდეზე. შეხორცების შემდგომ ისინი პრაქტიკულად არ ჩანს. იმპლანტი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლოა მოთავსდეს სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ. 

იმპლანტები თავის მხრივ შესაძლოა იყოს მრგვალი და ანატომიური (წვეთის ფორმის). ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ევროპული და ამერიკული, ბოლო თაობის, მაღალხარისხოვანი პროთეზები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამშრიანი გარსი და ხაოიანი ზედაპირი, რაც გამორიცხავს ტრავმასთან დაკავშირებულ ყოველგვარ რისკს ან გელის გამოჟონვას.
ენდოპროთეზის ფორმა და მოცულობა შეირჩევა ექიმის მიერ პაციენტის სურვილის გათვალისწინებით.

ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,5-2 საათია. 

გვერდითი მოვლენები

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ენდოპროტეზები უსაფრთხოა, როგორც ხმელეთზე, ასევე თვითმფრინავით მგზავრობისას. ოპერაცია სასურველია ჩატარდეს ძუძუთი კვების დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ. იშვიათად შესაძლებელია დვრილ-არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი მოშლა ან კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა.  

პაციენტის სტატუსი

პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 5-7 დღის შემდეგ. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. ავტომობილის ტარება 1-2 თვის განმავლობაში რეკომენდებული არაა, 3-4 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა. 

ანესთეზია

ოპერაცია ტარდება მხოლოდ  ზოგადი ანესთეზიის პირობებში.









Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player