განმარტება
ბლეფაროპლასტიკა ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკური ოპერაციაა. იგი გამოიყენება ქუთუთოზე ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად და თვალის ფორმის შესაცვლელად. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოზე ჩატარდეს.
შედეგი
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ზედა ქუთუთო ჩამოგეწიათ და გაწუხებთ, ქვედა ქუთუთოზე კი “ტომრები” აღგენიშნებათ, ან ქვედა ქუთუთომ დაიწია, ბლეფაროპლასტიკა თქვენთვისაა.
ბლეფაროპლასტიკა უზრუნველყოფს:
- ქუთუთოზე ზედმეტი კანის მოშორებას
- ქვედა ქუთუთოზე ე.წ. “ტომრების” მოცილებას
- თვალის ჭრილის ირგვლივი კუნთის გამაგრებას
- წარბებისა და თვალის გარეთა კუთხეების აწევას
- თვალის ჭრილის შეცვლას.
ოპერაცია
ზედა ბლეფაროპლასტიკის დროს ნაწიბური ბუნებრივ ნაოჭში რჩება, ქვედა ბლეფაროპლასტიკის შემთხვევაში განაკვეთი წამწამების ხაზის პარალელურად მიემართება. ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ოპერაციის შედეგად ხდება როგორც ზედმეტი კანის, ასევე ცხიმოვანი “თიაქრების” მოშორებაც. ბლეფაროპლასტიკასთან ერთად ხშირად კეთდება სახის დაჭიმვა და წარბების აწევაც.
ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობას ჩატარებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს და 1-2 საათი გრძელდება.
გვერდითი მოვლენები
ოპერაცია რეკომენდებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური(ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს. ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 4-5 დღის შემდეგ. მძიმე ფიზიკური დატვირთვა 2-4 კვირითაა შეზღუდული.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში. სილურჯე ქუთუთოებზე შესაძლოა დარჩეს 2-3 კვირის განმავლობაში.
ანესთეზია
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

