Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წარბების აწევა (ფრონტო-ტემპორალური ლიფტინგი)

განმარტება


წარბების აწევა არის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც მთლიანად წარბების, ასევე მათი გარეთა კიდეების აწევა.

შედეგი


ასაკთან ერთად წარბები ქვემოთ იწევს, განსაკუთრებით მათი გარეთა კიდეები, რაც სახეს სევდიან ან დაღლილ იერს აძლევს. ამის გამოსწორება კი საკმაოდ მარტივია. ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში დანერგილია წარბების ენდოსკოპიიური აწევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის თმიან ნაწილში მცირე განაკვეთებიდან წარბების აწევა. ხშირად პაციენტები თვლიან, რომ ქუთუთოებზე კანის დაკიდების გამო ქუთუთოების პლასტიკაა აუცილებელი. სინამდვილეში კი, წარბების აწევამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თქვენი თვალები, რომლებიც ხდება ნათელი და გახსნილი. ხშირად მხოლოდ მათი გარეთა კიდეების აწევაც კი საკმარისია.

ოპერაცია


წარბების მთლიანად აწევის დროს საკმარისია თავის თმიან ნაწილში 5 მცირე ზომის განაკვეთი, რომლის საშუალებითაც ხდება წარბების ზევით გადანაცვლება და ფიქსაცია. პროცედურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თანამედროვე ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენება. თუ თქვენთვის საკმარისია მხოლოდ წარბების გარეთა კიდეების აწევა, საფეთქლის თმიან ნაწილში კეთდება 2 სმ. ზომის განაკვეთები, რომლის საშუალებითაც წარბები ფიქსირდება აწეულ მდგომარეობაში.

ხანგრძლივობა


ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ჩატარებული სამუშაოს მოცულობა და 1-2 საათი გრძელდება.

გვერდითი მოვლენები


ოპერაცია რეკომენდირებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური (ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს. ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება შეშუპება, ზოგჯერ ქუთუთოებზე სისხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 7-10 დღის შემდეგ. მძიმე ფიზიკური დატვირთვა 2-4 კვირითაა შეზღუდული.

პაციენტის სტატუსი


პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში. სილურჯე ქუთუთოებზე შესაძლოა დარჩეს 2-3 კვირის განმავლობაში.

ანესთეზია


ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player