ქირურგია
ამბულატორიული ქირურგიული მომსახურებიდან ესთეტიური მედიცინის ცენტრ “მედი”-ში ტარდება კბილის ექსტრაქციის, აპექსის რეზექციის, ცისტექტომიის, ჰემისექციის ოპერაციები, ასევე ზედა ტუჩისა და ენის ლაგამის კორექცია და ვესტიბულოპლასტიკა.
ექსტრაქციას – ანუ კბილის ამოღებას მაშინ მიმართავენ, როცა მკურნალობა უკვე უშედეგოა. განსაკუთრებულად მგრძნობიარე პაციენტებს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი” დამატებით სერვისს სთავაზობს – ექსტრაქციას ზოგადი ნარკოზის ქვეშ.
როცა ანთებითი პროცესი კბილის ფესვებზე მიმდინარეობს, კბილის შესანარჩუნებლად კლინიკა “მედი”-ს სტომატოლოგები მიმართავენ ცისტექტომიას, რომლის დროსაც ხდება ფესვებს შორის წარმოქმნილი კისტის ამოწმენდა. უფრო რადიკალური მეთოდია აპექსის რეზექცია, როცა ხდება კისტის ამოკვეთა ფესვის ნაწილთან ერთად.
კბილის გადასარჩენად ზოგჯერ მიმართავენ ჰემისექციის მეთოდსაც, როცა ანთებითი პროცესის დროს 3 ფესვიდან ხდება ერთის რეზიცირება – მოკვეთა.
ორთოდონტალური და პაროდონტალური ჩვენებების საფუძველზე სტომატოლოგები მიმართავენ ზედა და ქვედა ტუჩის ენის ლაგამის კორექციას.
გარდა იმისა, რომ მოკლე ლაგამი მეტყველების დიქციას ამახინჯებს, ზედა ტუჩის მოკლე ლაგამმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების გაწევა, რაც აზიანებს თანკბილვას.
ზედა და ქვედა ტუჩის ენის ლაგამის კორექცია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს, მარტივი პროცედურაა და მისი გაკეთება შესაძლებელია ბავშვობის ასაკიდანვე.
ვესტიბულოპლასტიკას სტომატოლოგები მიმართავენ ე.წ კარიბჭის ჩაღრმავების შემთხვევაში – ქვედა ღრძილის დონე ვიწროა და მოძრავი ღრძილის ლორწოვანი ექაჩება უძრაოს, რაც იწვევს რეცესიებს ფრონტალური კბილების მიდამოებში. ოპერაციის დროს ხდება ვიწრო კარიბჭისა და ღრძილის რეცესიის ერთდროული კორექცია.

