Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ორთოპედიული სტომატოლოგია

განმარტება

ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. საღეჭი აპარატის სტრუქტურის და ფუნქციის აღდგენაზე ადამიანი უხსოვარი დროიდან ზრუნავდა, მაგრამ ორთოპედიული სტომატოლოგია, როგორც თანამედროვე მეცნიერება, მე–19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.

შედეგი

ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივი დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური ეფექტი.

ტექნოლოგია

ორთოპედიული მკურნალობის დროს ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ასევე მოუხსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელია - სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროტეზები და ბიგელები. მოუხსნელი - ხიდები და ცალკეული გვირგვინები. ეს უკანასკნელები მზადდება როგორც მეტალოკერამიკისაგან, ასევე უმეტალოკერამიკისაგან(ცირკონის ოქსიდი, დაპრესილი კერამიკა).

ხანგრძლივობა

მოსახსნელი კონსტრუქციებით მკურნალობის დაწყებამდე ხდება ალვეოლური მორჩისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესწავლა, რის შემდეგაც ვაკეთებთ ამ მიდამოებში არსებული დეფექტების კორექციას (ალვეოლური მორჩის კორექცია, პირის ღრუს კარიბჭის ჩაღრმავება, იმ კბილების ფესვების ექსტრაქცია, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება).

გვერდითი მოვლენები

აბსოლუტური უკუჩვენება ორთოპედიულ მკურნალობას არ გააჩნია.

პაციენტის სტატუსი

მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ანესთეზია

მკურნალობა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player