Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


პაროდონტოლოგია

პაროდონტი არის ქსოვილთა კომპლექსი, რომელიც გარს ეკვრის კბილს. კერძოდ, ღრძილი, ძვალსაზრდელი, ყბის ძვალი და კბილის ირგვლივი იოგი. კბილის ფესვი კი იმყოფება ყბის ძვალში, რომელსაც ალვეოლა ეწოდება. პერიოდონტი არის მაკავშირებელი იოგი ძვალსა და ალვეოლას შორის.

ღრძილი

მეცნიერების უმრავლესობა თვლის, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებების წარმოქმნაში უდიდეს როლს ასრულებს კბილის რბილი და მკვრივი (ე.წ. ქვები) ნადები. პაროდონტოლოგიური დაავადებებიდან ყველზე ხშირად გვხვდება გინგივიტი და პაროდონტიტი.

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • პირის ღრუს არასათანადო  ჰიგიენა
  • კბილის რბილი და მკვრივი ნადების არსებობა
  • მიკროორგანიზმები და მათ მიერ პროდუცირებული ტოქსინები
  • არასწორი თანკბილვა
  • არაბალანსირებული კვება
  • ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ა.შ.)
  • სტრესი
  • იმუნიტეტის დაქვეითება



კბილის რბილი ნადები შედგება მიკროორგანიზმებისგან, რომლის მინიმალური რაოდენობა იწყებს დაგროვებას წმენდის ჩატარებიდან 2-6-საათის შემდეგ. მკვრივი ნადები(ე.წ. ქვები) არის მინერალიზირებული რბილი ნადები. მკვრივი ნადები არღვევს კბილის ირგვლივ იოგს და ვითარდება ფესვზე, რის შედეგადაც იწყება კბილ-ღრძილოვანი ჯიბის წარმოქმნა, შემდეგ კი ძვლოვანი ჯიბის. ძვლოვანი ჯიბეების წარმოქმნით კი ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა გინგივიტი და პაროდონტიტი. რთული ფორმის პაროდონტიტის დროს აღინიშნება კბილების მერყეობა და თუ დროულად არ ვუმკურნალებთ შეიძლება სრულიად ჯანსაღი კბილები დავკარგოთ.


გინგივიტი
- ღრძილის ანთება პაროდონტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დაწყებითი სტადია პაროდონტის დაავადებების, როცა ანთებითი პროცესი შემოიფარგლება დვრილების დაზიანებით. დვრილი და ღრძილის კიდე არის ჰიპერემირებული, სისხლმდენი შეხებისას და წმენდის დროს. შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ფორმით ან მიმდინარეობდეს ქრონიკულად. მწვავე ფორმა ვითარდება ორგანიზმის საერთო ინფექციის ან ინტოქსიკაციის ფონზე, გაზაფხულის ჰიპოვიტამინოზის დროს, ორსულებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და ა.შ.


მწვავე ფორმა

ქრონიკული გინგივიტი

ვითარდება არასრულყოფილი ჰიგიენით და კბილის რბილი და მკვრივი ნადების არსებობით. კლინიკა შეილება გამოხატული არ იყოს, ამიტომ ხშირად პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ, რის შედეგადაც იგი შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტიტში.

ჰიპერტროფირებული გინგივიტი – დამახასიათებელია დვრილების ჰიპერტროფია. გამომწვევი მიზეზები შეილება იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევა ორგანიზმში, ორსულობის დროს და გარდამავალ ასაკში. აგრეთვე შეილება იყოს გამოწვეული ადგილობრივად არასრულყოფილი ბჟენებითა და ხელოვნური გვირგვინებით, თანკბილვის ანომალიების შემთხვევაში.

კლინიკურად ჰიპერტროფიის შედეგად შეიძლება კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მთლიანად დაფარული იყოს,  არის წითელი ფერის (ფიზიოლოგიურად ღრძილი ვარდისფერია), შეხებისას მტკივნეული და სისხლმდენი, რის გამოც პაციენტებს უჭირთ წმენდის პროცედურების ჩატარება, რაც იწვევს დიდი რაოდენობით ნადების დაგროვებას და არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან. ძლიერ ტკივილებს აღნიშნავენ პაციენტები აგრეთვე ცხელი, ცივი, ცხარე საკვების მიღებისას

 


გინგივიტის მკურნალობა:

მკურნალობის პირველი ეტაპი არის პროფესიულ-ჰიგიენური წმენდა(რბილი და მკვრივი ნადების მოცილება). ჰიპერტროფირებული გინგივიტის შემთხვევაში გინგივექტომია - ღრძილების კორექცია ლაზერით.



პაროდონტიტი -
ეს არის ანთებითი-დესტრუქციული პროცესი, რომლისთვისაც დამახასიათებელია კბილის ძვალ-საყრდენი აპარატის დაზიანება. მძიმე ფორმის პაროდონტიტის გამწვავების დროს შეინიშნება ჩირქდენები ჯიბეებიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ინტოქსიკაცია.



პაროდონტიტის მკურნალობა იწყება პაციენტის დიაგნოსტიკით. პირველ ვიზიტზე ექიმი - პაროდონტოლოგი აღნიშნავს რბილი და მკვრივი ნადების რაოდენობას, სპეციალური ზონდის მეშვეობით იზომება არსებული პაროდონტოლოგიური ჯიბეები, ისაზღვრება სისხლდენის ხარისხი, ასევე ხდება ორთოპანთომოგრამის (პანორამული სურათის) ანალიზი. მონაცემები ინიშნება სპეციალურ პაროდონტოლოგიურ რუქაში.

პაროდონტიტის მკურნალობის ეტაპები:

1. პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა
 



პაციენტის ინფორმირება პირის ღრუს მოვლის დამხმარე საშუალებებზე.

2. პროფესიული ჰიგიენა
 



3. დახურული და ღია კიურეტაჟი
 



დახურული კიურეტაჟი - პაროდონტალური ჯიბეების წმენდა, რომლის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ. პროცედურა ტარდება სპეციალური გრეისი კიურეტკების გამოყენებით, ასევე ულტრაბგერითი აპარატი  „VECTOR“-ით  ხდება გრანულაციური ქსოვილისა და ფესვების პოლირება. პაროდონტიტის მსუბუქი და საშუალო ფორმის შემთხვევაში ინოვაციაა პაროდონტოლოდიაში - დახურული კიურეტაჟი ლაზერით “DOCTOR SMILE”, რომელსაც გთავაზობთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი".

დახურული კიურეტაჟი კეთდება ანესთეზიის გარეშე.


ღია კიურეტაჟი
 



პაროდონტოლოგიური ჯიბეების სიღრმე როცა აღემატება 5 მმ, კეთდება ღია კიურეტაჟი. ამ შემთხვევაში ხდება ღრძილის აშრეება, ღრძილქვეშა მკვრივი ნადების და გრანულაციური ქსოვილის ამოწმენდა და ნაკერების დადება.


ნაფლეთოვანი ოპერაცია
 


კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაროდონტოლოგიური ჯიბეების სიღრმე აღემატება 6-7მმ, და უკვე ჩამოყალიბებულია ძვლოვანი ჯიბეები. ასევე, ხდება ძვლოვანი ჯიბეების ამოწმენდა, ფესვების პოლირება და ძვლის აღმდგენი პრეპარატების შეყვანა. ნაფლეთოვანი ოპერაციის უპირატესობაა: უკეთესი ხილვადობა და სრული პათოლოგიური ქსოვილების ამოწმენდა.

მთავარი პრინციპი, რომელსაც იცავს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მედი“ – ეს არის პაროდონტოლოგიური მკურნალობის მეთოდების ინდივიდუალურად შერჩევა თითოეული პაციენტისთვის, რომლისთვისაც კლინიკა "მედი"–ში გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებითი პროცესისა და ცვლილებების შეჩერებას ღრძილში და ყბის ძვლოვან ქსოვილში. პაროდონტოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი“ ტრადიციული მეთოდების გარდა, იყენებს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს:

1.პაროდონტალური ჯიბეების წმენდა აპარატი “Vector”-ით


2.დიოდური ლაზერით “Doctor smile”-  ლაზერული და ფოტოდინამიური თერაპია



ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო თანამედროვე პაროდონტოლოგიაში.

3. კბილების მერყეობის შემთხვევაში ხდება მათი შინირება და შემდგომ ნაფლეთოვანი ოპრერაცია, ძვლის აღმდგენი პრეპარატების გამოყენებით


4.რეცესიის პლასტიკა


5.ლაგამის პლასტიკა





Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player