დენტალური იმპლანტაცია
განმარტება
დენტალურ იმპლანტაციას მივმართავთ მაშინ, როდესაც გვაქვს ნაწილობრივი ან სრული ადენტია (კბილების არ არსებობა) და პაციენტს არ სურს მოსახსნელი პროტეზის ტარება. ამ მეთოდის უპირატესობაა ნაწილობრივი ადენტიის დროს პირის ღრუს დარჩენილი კბილების შენაჩუნება (არ ხდება ამ კბილრბის პრეპარირება და მათი გამოყენება ხელოვნური ხიდების თუ ცალკეული გვირგვინების საყრდენად).
შედეგი
დენტალური იმპლანტაცია შედარებით ახალი დარგია სტომატოლოგიაში. ის საშუალებას გვაძლევს, პაციენტს თავიდან ავაცილოთ დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია მოსახსნელი პროტეზის ტარებით.
ტექნოლოგია
იმპლანტი არის ხელოვნური გვირგვინის ან ხიდის საფიქსაციოდ ძვალში ჩახრახნილი უცხო სხეული, რომელიც შედგება ძვლის შიგნითა და ძვლის გარეთა ნაწილებისაგან. არსებობს იმპლანტაციის ორი მეთოდი: ერთეტაპიანი და ორეტაპიანი. ერთეტაპიანი იმპლანტაციის დროს, ძვლის შიგნითა და გარეთა ჩახრახვნა ხდება ერთდროულად. ორეტაპიანის დროს პირველად ხდება ძვლისშიდა ნაწილის ჩახრახვნა და ჭრილობის ყრუდ გაკერვა, რამდენიმე თვის (2-6) შემდეგ ძვლის გარეთა ნაწილის. ზოგ შემთხვევაში ყბის ძვალი იმდენად ატროფირებულია, რომ მასში იმპლანტის ჩახრავნა არ ხდება. ამ შემთხვევაში მივმართავთ ყბის ძვლის მასის ხელოვნურად გაზრდის ოპერაციას (ზედა ყბაზე სინუსლიფტინგს).
ხანგრძლივობა
იმპლანტაციის ოპერაცია არ არის ხანგრძლივი. ერთი იმპლანტის ჩასმას სჭიდრება დაახლოებით 15-20 წუთი.
გვერდითი მოვლენები
დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებებია:
- დიაბეტი
- სისხლის დაავადებები
- ონკოლოგიური დაავადებები
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი 2-3 დღეში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ანესთეზია
ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით.

