Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თერმაჟი

 

განმარტება

ამ უნიკალრი პროცედურის მხოლოდ ერთი სეანსია საჭირო, რომ 10 წლით  გაახალგაზრდავდეთ: სახე გაგიხდეთ ქორფა და ტკიცინა, სხეული კი აზიდული. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თერმაჟი არა მხოლოდ ლიფტინგის ეფექტის მიღწევაში გვეხმარება, არამედ იმაშიც, რომ მიღწეული შედეგები რამოდენიმე წლით შევინარჩუნოთ. თერმაჟის  უნიკალურობა ისიც გახლავთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ ეფექტი ყოველთვიურად მატულობს.

შედეგი

ლიფტინგის მეთოდებს შორის თერმაჟს დღეისათვის წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი მაქსიმალურად გამოხატული და მდგრადი ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლევა, არ ირღვევა კანის მთლიანობა. ეს ყველაზე ძლიერი  თერაპიული მეთოდია, რაც კი დღეისათვის არსებობს და სხვა მეთოდებისაგან განხსვავებით, არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით  მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს. პროცედურის დამთავრებისთანავე ადამიანი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება: ლიფტინგის ნიშნები ნათლად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ღაწვებზე.

ტექნოლოგია

ეს არის კანის გაახალგაზრდავების პროცედურა, რომლის დროსაც რადიოტალღების მეშვეობით კანს მიეწოდება სითბური ენერგია და ხდება კოლაგენის სინთეზის სტიმულაცია -წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება ძველი, მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება.

ხანგრძლივობა

პაციენტს არავითარი განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. იგი წვება მოხერხებულ სავარძელზე, მუშაობისას გამოიყენება ერთჯერადი პირები, სეანსი დაახლოებით საათნახევარს გრძელდება.

გვერდითი მოვლენები

პროცედურას არ გააჩნია უკუჩვენება. პროცედურა არ ითვალისწინებს სხეულში რაიმე პრეპარატის შეყვანას, რაც ასევე გამორიცხავს ყოველგვარ გვერდით მოვლენებს.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ანესთეზია

პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას!

 



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player