Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მეზოთერაპია
 

განმარტება

მეზოთერაპიას დიდი ხნის ისტორია აქვს. მის სამშობლოდ საფრანგეთია აღიარებული. დღეისათვის მეზოთერაპია გამოიყენება ესთეტიკური მიმართულების სხვა პროცედურებთან ერთად, რის შედეგადაც ის გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა. კლინიკა "მედი"–ში შემოგთავაზებთ როგორც მანუალური, ასევე აპარატურული მეზოთერაპიის კურსს.
ეს არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი და ნიშნავს კანის ზედაპირულ შრეში ცალკეული პრეპარატების ან სპეციალური კოქტეილის შეყვანას. კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც ძალზე დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე.

არსებობს მანუალური მეზოთერაპიის ალტერნატიული მეთოდი აპარატული მეზოთერაპია, როდესაც  ინექცია არ გამოიყენება. სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება კანის ფერისა და სტრუქტურის გაუმჯობესება, ტონუსისა და ტურგორის მომატება. ეს მეტად კომფორტული და უმტკივნეულო პროცესია.

მეზოეკლატი – ეს არის ზედაპირული პილინგისა და მეზოთერაპიის კომბინაცია, რითაც მკვეთრად გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს აღწევენ. პროცედურა იწყება ულტრაბგერითი პილინგით. შედეგად, კანი უფრო მეტად შეღწევადი ხდება ყველა იმ პრეპარატისთვის, რაც პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება.

შედეგი 

მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს და დაიშლება ცელულიტი.

ტექნოლოგია

მანუალური მეზოთერაპია – მანუალური მეზოთერაპიის დროს ინექციები წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე კეთდება. ეს ზუსტი, ფაქიზი სამუშაოა, რადგან მანიპულაციები ხორციელდება ყველაზე დელიკატურ ზონებში (ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელის მტევანი).

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. თავად პროცედურა საკმაოდ მარტივია და უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მიმდინარეობს.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი”–ს ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების წარმოებულ პრეპარატებსა და კოქტეილებს.

ხანგრძლივობა 

პროცედურის დასრულებისთანავე კანი არაჩვეულებრივად ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება. კურსი მოიცავს 8-15 პროცედურას, კვირაში ერთხელ - სახეზე, ორჯერ – სხეულზე. მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად, პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია.

გვერდითი მოვლენები

პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პაციენტის სტატუსი

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.

ანესთეზია

პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player