ტუჩის კორექცია
განმარტება
ტუჩის კორექცია ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"-ში ტარდება ბიოთავსებადი პრეპარატების გამოყენებით ბოლო თაობის შემავსებლებით ჰიალურონის მჟავის საფუძველზე, კერძოდ უივიდერმით.
შედეგი
ამ მეთოდით შესაძლებელია ტუჩის ფორმის კორექცია და მოცულობის გაზრდა, ასევე არსებული ასიმეტრიის მოშორება კონტურის მოდელირების საშუალებით.
ტექნოლოგია
პროცედურა ტარდება მიკროინექციებით.
ხანგრძლივობა
ტუჩის კორექცია გრძელდება 30-40 წუთი. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პროცედურის შემდეგ ტუჩები ბუნებრივად გამოიყურება. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ანესთეზია
ტუჩის კორექციის პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

