Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კონტურული მაკიაჟი – მიკროპიგმენტაცია

განმარტება

პროცედურა წარმოადგენს მიკროინექციებს, რომლის საშულებითაც კანის ზედაპირულ შრეში შეიყვანება მცენარეული წარმოშობის პიგმენტი.

შედეგი

ეს არის უნიკალური პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტუჩის კონტურის გადიდება, ტუჩებზე, თვალებზე, წარბებზე არსებული ასიმეტრიის კორექცია, წარბების ფორმისა და ფერის შეცვლა, ხალის ტატუირება. მიღწეული ეფექტი 1–3 წლამდე ნარჩუნდება.

ტექნოლოგია

პროცედურა წარმოადგენს მიკროინექციებს, რომლის საშულებითაც კანის ზედაპირულ შრეში შეიყვანება მცენარეული წარმოშობის პიგმენტი, (პიგმენტი შეირჩევა კანის ფერის და თმის ფერის შესაბამისად), რომელიც ჰიპოალერგიულია და გვერდითი მოვლენები თან არ ახლავს.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში კონტურული მაკიაჟი ტარდება უახლესი მოდელის გერმანული აპარატის და ერთჯერადი ინსტრუმენტების დახმარებით, რაც პროცედურის კომფორტულად და უმტკივნეულოდ ჩატარების საშუალებას იძლევა (განსხვავებით ტატუაჟისაგან). ტუჩები ბუნებრიბვად გამოიყურება, შეშუპება არ შეიმჩნევა.

ხანგრძლივობა

პროცედურა 2 საათი გრძელდება. პროცედურა კომფორტული და უმტკივნეულოა.  

პაციენტის სტატუსი

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ანესთეზია

პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.

 

 



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player