Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჰიპერჰიდროზი
 

განმარტება 

ტერმინი - ჰიპერჰიდროზი  წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ,,ჰიპერ’’ და ნიშნავს მომატებულს, ხოლო ,,ჰიდრო’’ წყალს. მომატებული, ანუ ჭარბოფლიანობა – ჰიპერჰიდროზი არის პათოლოგიური მდგომარეობა. ინტენსიური ოფლიანობა შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების დროსაც კი, რაც შეიძლება გადაიზარდოს გაცილებით სერიოზულ პრობლემაში, როგორიცაა ნევროზი და დეპრესია, რომელსაც თავის მხრივ მოჰყვება კასკადი სირთულეების, წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში თუ სამსახურში.

როდესაც ვსაუბრობთ ჰიპერჰიდროზზე, უნდა განვასხვავოთ ორი მდგომარეობა - ზოგადი და ლოკალურად მომატებული ოფლის გამოყოფა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ ლოკალურ, ესენციალურ ჰიპერჰიდროზს.

შედეგი

დისპორტი არის პრეპარატი, რომლის  საშუალებითაც შედეგი მიიღწევა, დამუშავებულ ზონაზე  წყდება ოფლის გამოყოფა და პაციენტი თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში.

ტექნოლოგია: პრეპარატი ,,დისპორტი’’ მიკროინექციის გზით შეიყვანება პრობლემურ ზონაში(ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და  ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას. დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის ვადაზე პრეპარატი აღწევს მისი ზემოქმედების მაქსიმალურ ვადას და ეფექტიც ნათლად სჩანს. ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება 6 თვიდან 12 თვემდე.

ხანგრძლივობა

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30-40წთ.

გვერდითი მოვლენები 

შესაძლოა ინექციების ადგილას გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის  განმავლობაში.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ანესთეზია 

პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player