Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ულტრაბგერითი წმენდა

განმარტება

ულტრაბგერითი წმენდა გულისხმობს აპარატის ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით  ქსოვილების მიკრო მასაჟს, რაც ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებული ეპიდერმისისაგან, გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები, მაკიაჟის ნარჩენები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

შედეგი

კანის ელასტიურობა და ტონუსი მატულობს, უმჯობესდება კანის ტროფიკა, ძლიერდება ვენური და ლიმფური დრენაჟი.

ტექნოლოგია

ულტრაბგერის თერმული ეფექტი ქსოვილების მიკრომასაჟის საშუალებას იძლევა. პარალელურად მიმდინარეობს ეპიდერმისის რეგენერაცია, მისი ჰიდრატაცია, აქტიურდება კოლაგენური ბოჭკოები, ჰიალურონის მჟავას სინთეზი. პროცედურის დროს კანი არ ღიზიანდება.   

ხანგრძლივობა

ულტრაბგერითი პილინგი 15 წუთის განმავლობაში ასუფთავებს კანს. რიგ შემთხვევაში ირჩვა ინდივიდუალური პროგრამა კანის ტიპის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პაციენტის სტატუსი

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.

ანესთეზია 

პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player