აპარატურული კოსმეტოლოგია
განმარტება
სპა-კაფსულა არის აპარატი ნიღაბი, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
შედეგი
სპა–კაფსულა აუმჯობესებს ვენოზური და ლიმფური სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს, რის შედეგადაც უმჯობესდება კანის ფერი, უჯრედული მეტაბოლიზმი, ტურგორი, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და იწვევს სახის მოდუნებული კუნთების ბიოსტიმულაციას.
ტექნოლოგია
ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედიში" სპა-კაფსულა აღჭურვილია ავტომატური და მანუალური ტექნოლოგიებით: თერმო და კრიოთერაპია, ქრომო და აუდიოთერაპია, აქვს ლიმფოდრენაჟისა და ელექტროლიფტინგის უნარი. აპარატს აქვს ასევე ინდივიდუალური პოსტოპერაციული პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია სახის პლასტიკური ოპერაციების შემდგომ ეფექტის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისათვის.
ხანგრძლივობა
სპა–კაფსულით მკურნალობის კურსია 8-10 პროცედურა, დღეგამოშვებით. პროცედურის ხანგრძლივობა შეირჩევა კანის ტიპის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
აპარატული კოსმეტეოლოგიის პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.
პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
ანესთეზია
სპა–კაფსულის პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.




