პლაზმო ლიფტინგი
განმარტება
პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია, რომელიც შემუშავებულია შვეიცარიის, ისრაელის, იაპონიის და რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამედიცინო ბაზებზე.პლაზმოლიფტინგი ეფუძნება პლაზმის აღმდგენ-მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს. მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან სხვა მინარევების გარეშე. ამასთან, სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები და ინფექციური დაავადებების გავრცელება. პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
შედეგი
პლაზმოლიფტინგის კურსის შედეგად კანი მნიშვნელოვნად უმჯობესდება გარეგნულად, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ კანი არა მარტო გამოიყურება, არამედ ფუნქციონირებს ახალგაზრდულად. თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური:
- ქუთუთოები
- თვალის ირგვლივ კანი
- სახის კანი
- ყელი და დეკოლტე
- ალოპეცია (სიმელოტე)
- თმის ცვენა
- წამწამებისა და წარბების ცვენა-გათხელება
- ფეხის ტერფები.
შესაძლებელია სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარებაც:
- აჩქარებს კბილის იმპლანტების შეგუება-შეთვისებას
- ეფექტურია პაროდონტიტის დროს
- ამაგრებს ღრძილებს
ტექნოლოგია
სისხლის აღება ხდება ისევე, როგორც ანალიზის დროს. შემდგომ სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა გამოიყოფა. პრეპარატის შეყვანის პროცედურა ჰგავს მეზოთერაპიას.
ხანგრძლივობა
პლაზმოლიფტინგი კომფორტული პროცედურაა და მხოლოდ 30 წუთი გრძელდება. კურსი შეადგენს 4-6 პროცედურას 10-14 დღეში.
გვერდითი მოვლენები
პლაზმოლიფტინგი რეკომენდებული არ არის იმუნოდეპრესიული მდგომარეობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; პრო და ანტიკოაგუალანტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში; ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: სისხლის სისტემური დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.
პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
ანესთეზია
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.
