მიმიკური ნაოჭები
განმარტება
ბოტოქსი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად. მიმიკური ნაოჭებია: თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის არსებული ნაოჭები (ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.
შედეგი
ბოტოქსი მიმიკური ნაოჭების გასწორების საუკეთესო საშუალებაა. პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24-48 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს ინექციიდან 7-14 დღის შემდეგ. ეფექტი ნარჩუნდება 4–8 თვის განმავლობაში.
ტექნოლოგია
პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ წვრილი ნემსით, მისი შეყვანის შემდეგ ხდება კუნთის შესაბამისი ნაწილის მოდუნება და მიმიკური ნაოჭის გასწორება.
ხანგრძლივობა
პროცედურა ტარდება 20–30 წუთის განმავლობაში უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე და რაც მთავარია, კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. ბოტოქსი აბსოლუტურად უსაფრთხო პრეპარატია.
გვერდითი მოვლენები
წვის შეგრძნება ხანმოკლე პერიოდით.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ არ ეთიშება ჩვეული ცხოვრების რიტმს და აგრძელებს თავის საქმიანობას.
ანესთეზია
პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.

