Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არამიმიკური ნაოჭების კორექცია

განმარტება

იუვიდერმი ეს არის ბიოთავსებადი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არამიმიკური (სტატიური) ნაოჭების კორექციისათვის.

შედეგი

ეს არის უნიკალური პრეპარატი, რომლის საშუალებითაც მაქსიმალური შედეგი მიიღწევა, ხდება სტატიური ნაოჭების სრული გასწორება.  

ტექნოლოგია

პრეპარატი მიკროინექციის გზით შეიყვანება ნაოჭის კანქვეშ, იწყებს რა პრეპარატი მოქმედებას, ხდება კანის რელიეფის გადასწორება. ეფექტის ხანგრძლივობა  1.5-2 წელიწადია.

ხანგრძლივობა

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, არის უმტკივნეულო, კომფორტული და კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში. 

პაციენტის სტატუსი

პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ არ ეთიშება ჩვეული ცხოვრების რიტმს და აგრძელებს თავის საქმიანობას. 

ანესთეზია

პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player