Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლაზერული ეპილაცია

ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია გულისხმობს ჭარბთმიანობის მკურნალობას უმტკივნეულოდ და სწრაფად, სახისა და სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე.


შედეგი

პროცედურა, რა თქმა უნდა, საჭიროებს განმეორებას 2 თვიანი ინტერვალით. რაოდენობა კი ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურია, რადგან დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტებზე და ასევე ჰორმონალურ ცვლილებებზე. 


განსაკუთრებით სწრაფად სულ რაღაც 2-3 პროცედურაში თითქმის ქრება თმა იღლიის, ბიკინის, კიდურების, წელის, მუცლის და მკერდის არეში. სახის არეში კი შედარებით ხანგრძლივია და დაახლოებით 5-10 პროცედურას საჭიროებს.

ტექნოლოგია

ლაზერის სხივი აღწევს რა თმის ფოლეკულამდე, თერმული ზემოქმედებით იწვევს მის ირგვლივ არსებული მკვებავი სისხლძარღვების კოაგულაციას და აქედან გამომდინარე თმის ძირის დაშლას.


ხანგრძლივობა

პროცედურა ძალიან კომფორტულია, რადგან ტარდება სწრაფად, უკონტაქტოდ და კანის დაზიანების გარეშე, რაც მთავარია, მიღებული შედეგი ძალზე ეფექტურია.


გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს ოდნავი სიწითლე, რომელიც კანის მგრძნობელობიდან გამომდინარე 15-20 წუთში გაივლის.


პაციენტის სტატუსი

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


ანესთეზია

პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს, რადგან აპარატში დამონტაჟებულია უნიკალური გამაგრილებელი სისტემა, რაც პროცედურის უსაფრთხოების გარანტიაა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player