ბოდი ესთეტიკი
განმარტება
„ბოდი ესთეტიკი“- ეს არის სხეულის მაკორექტირებელი ულტრათანამედროვე პროცედურა, გახდომის ფრანგული კონცეფცია და ცელულიტის მკურნალობის ოქროს გასაღები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხეულის კორექცია, მოდელირება, ცელულიტების მოშორება, სისხლის მიმოქცევის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ამ აპარატით ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა.
შედეგი
პროცედურების შემდეგ უმჯობესდება კანის სტრუქტურა, კანი ხდება ელასტიური და გლუვი. პაციენტი იკლებს წონაში და საგრძნობლად მცირდება გარშემოწერილობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა ინდივიდუალური პროგრამებით.
ტექნოლოგია
თითოეული პაციენტის მონაცემები შეჰყავს ექიმს აპარატის მეხსიერებაში, ხდება დიაგნოსტირება, რომლის საშუალებითაც ვიგებთ ჭარბი ცხიმისა და წყლის რაოდენობას ორგანიზმში. ვაკუუმის საშუალებით იშლება ზედაპირულად განლაგებული კანქვეშა ცხიმი, ულტრაბგერით ხდება უფრო ღრმად მდებარე ცხიმების დაშლა და ლიმფური სისტემის მეშვეობით დაშლილი ცხიმების გამოდევნა ორგანიზმიდან, ხოლო მესამე ეტაპს - პრესოთერაპიას რაც შეეხება, აქვს ლიმფოდრენაჟის ეფექტი.
ულტრაბგერა
დაბალსიხშირიანი ულტრაბგერის მეშვეობით მკურნალობს ყველანაირი ცელულიტის ფენას. ვიბრომასაჟის საშუალებით აძრობს ჩამჯდარ ცელულიტს და იწვევს ცხიმოვანი მჟავის გამოდევნას ლიმფის სახით.
ვაკუუმი
ვაკუუმის თერაპია აბალანსებს და აკლებს წონას, მანიპულირებს ცხიმოვან უჯრედებს, უმჯობესდება ვასკულარიზაცია, მატულობს ტურგორი, კანი ხდება ელასტიური, აპარატს აქვს ანტისტრესული ეფექტი.
პრესოთერაპია
თანაბრად ხდება გათხიერებული ცხიმის გადანაწილება, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, ცხიმის გამოდევნა ხდება ლიმფის და სითხის სახით.
ხანგრძლივობა
სრული კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას კავიტაციასთან და მეზოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში. პროცედურა გრძელდება საათნახევრის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.
პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
ანესთეზია
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.




