კავიტაცია
განმარტება
კავიტაცია და რადიოსიხშირის ენერგია, დღეისათვის ყველაზე ეფექტური კომბინირებული მეთოდია ზედმეტი ცხიმებისა და ცელულიტების დასაშლელად.
შედეგი
პროცედურის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება შემაერთებელი ქსოვილების უჯრედების სტიმულაცია. პირველივე პროცედურაზე იშლება 300 გრამი ცხიმი. კანის ზედაპირი სწორდება და ხდება გლუვი. რადიოსიხშირის ტალღებით, კანის გათბობის შედეგად უმჯობესდება მეტაბოლიზმი ცხიმოვან ფენაში, ძლიერდება ლიმფოდრენაჟი და მატულობს კანის ტონუსი, ქრება ე.წ (ფორთოხლის კანი), მცირდება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა და ზომა დამუშავებულ ზედაპირზე.
ტექნოლოგია
კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს ექიმი უდგენს ცელულიტის სტადიას და ამის შემდეგ შეირჩევა ინდივიდუალური პარამეტრები.
ხანგრძლივობა
პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ზონაზე.
გვერდითი მოვლენები
პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.
პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.
ანესთეზია
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

