Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ესპანური მასაჟი – ფიგურის მოდელირება

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი” კვლავაც გვთავაზობს სიურპრიზებს და გაახალგაზრდავების ახალ მეთოდებს ნერგავს. უცხოელი სპეციალისტების მიერ ექსკლუზიურად კლინიკა “მედი”-ში დანერგილია მასაჟების უახლესი მეთოდი. ეს არის სახისა და სხეულის ესპანური მასაჟები, ანტიასაკის და ანტიცელულიტის პროგრამა. მარეფორმირებელი, გამაახალგაზრდავებელი, გამაჯანსაღებელი მასაჟი ხელს უწობს კანის ნივთიერებათა ცლის აღდგენას.

პროცედურა კეთდება სხეულის ნებისმიერ ზონაზე და ახდენს სხეულის კორექციას, ამკვრივებს კანს და გამოდევნის ცელულიტს. სხეულის მასაჟს მიმართავენ ფიგურის კორექციისა და კუნთოვანი მასის ტონუსის მომატებისათვის. ასაკის მატებასთან ერთად, სხეულს პრობლემები ეწყება არასწორი ცხოვრების წესისა და რეჟიმის გამო, რასაც, როგორც წესი, არასწორი კვებაც ემატება. სხეულზე ჩნდება პრობლემური ზონები და ცელულიტი. პრობლემების კორეგირების საშუალებას იძლევა მანუალური მასაჟი, რომელიც ტარდება ნებისმიერ სტადიაზე და პირველივე პროცედურის შემდეგ თვალნათლივ ჩანს ეფექტი. თუმცა, ნამდვილი შედეგი 3-4 პროცედურის შემდეგ მიიღწევა. პროცედურებს შორის შუალედი კი ინდივიდუალურად განისაზღვრება, იმის მიხედვით, რა პროგრამაა არჩეული. კურსის სახით ტარდება 8-10-12 პროცედურა, იშვითად - 15, რაც პრობლემაზეა დამოკიდებული.

სხეულის მასაჟი ეფექტურია კომბინაციაში სხეულის კორექციის აპარატურის მეთოდთან “ბოდი ესთეტიკი”, ასევე “აქვა აერობიკასა” და სატრენაჟორო სისტემასტან ერთად, წყალი ხომ მეტად სასარგებლო დატვირთვაა. ვიცით, რომ ცხოვრების სტილს და რეჟიმს ერთი ხელის აქნევით ვერ შევცვლით, მაგრამ მარეფორმირებელი მასაჟების ეფექტი რომ გრძელვადიანი იყოს, სასურველი იქნება, ელემენტარული კვების რეჟიმის დაცვა და ფიზიკური აქტივობა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player