ლიპოსაქცია
განმარტება
ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების მეთოდია, რომელიც იძლევა ფიგურის კორექციის რეალურ შესაძლებლობას კანის დაზიანების გარეშე. ამ მეთოდს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა სხეულზე არის აგებულების ტიპით განპირობებული ლოკალური ცხიმის გროვები, რომლებიც გამოდიან სხეულის საერთო პროპორციებიდან. ლიპოსაქცია არ წარმოადგენს გახდომის საშუალებას. ლიპოსაქცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო პროცედურაა, მას წელწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანი იკეთებს.
შედეგი
ლიპოსაქციის საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად დაემშვიდობოთ ცხიმის ჭარბ რაოდენობას იმ უბნებში, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. ლიპოსაქციის შემდგომ არეში, საიდანაც ამოღებულია ცხიმი, ის წონის მომატების შემთხვევაშიც კი ნაკლებად დაგროვდება. ლიპოსაქციის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ არეებში:
- ყელი
- მხრები
- მკერდი
- მუცელი, თეძოები, ზურგი
- ბარძაყები, მუხლები
- წვივები
ოპერაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება 1 თვის განმავლობაში.
ტექნოლოგია
ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში ლიპოსაქცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც უახლესი ულტრაბგერითი, ასევე ვაკუუმური აპარატების საშუალებით. ერთ-ერთი საუკეთესო ესთეტიკური ეფექტი აქვს ლიპოსაქციის ულტრაბგერით და ვაკუუმურ კომბინაციას. ულტრაბგერითი ლიპოსაქციის შემთხვევაში პატარა ჭრილობაში შეჰყავთ ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც განსაზღვრული სახის მოძრაობით შლის ცხიმს და მას ემულსიად გადააქცევს. შემდეგ ვაკუუმის დახმარებით ემულსია გამოიწოვება. ამ მეთოდის ერთ-ერთი განმასხვავებელი პირობა ისაა, რომ ულტრაბგერა ასტიმულირებს კანის შემჭიდროვებას, ლიპოსაქციის მერე კანი სხეულიდან გამოსული ცხიმის რაოდენობის ადეკვატურად იკუმშება. ვაკუუმური ლიპოსაქციის შემთხვევაში კი სპეციალური ხსნარის საშუალებით ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დამუშავება, რომელიც მცირე განაკვეთებიდან ვაკუუმის საშუალებით გამოდის ორგანიზმიდან.
ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა. საშუალოდ 1,5-3 სთ.
გვერდითი მოვლენები
ოპერაცია რეკომენდებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური (ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს.
ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება შეშუპება, სიხლჩაქცევები რომელიც თავისთავად გაივლის. ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეკომენდებულია ნაოპერაციები არეების მასაჟი.
ხანგრძლივობა
ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა. საშუალოდ 1,5-3 სთ.
პაციენტის სტატუსი
პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში.
ანესთეზია
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

