Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კონტურული ლიპოსკულპტურა-ლიპოფილინგი

განმარტება 

ლიპოფილინგი ნიშნავს საკუთარი ცხიმით შევსებას და გულისხმობს მიკროინექციის მეთოდით პრობლემური ზონებიდან (დუნდულები, მუცელი, თეძო) პაციენტის ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას კორექციის ზონაში (სახე, წვივები, დუნდულები, ხელის მტევნები, სარძევე ჯირკვლები).  სხეულის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მიღებულია პრობლემური ზონებიდან ლიპოასპირაციით.

შედეგი


ლიპოფილინგის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი ეფექტის მიღება, გარკვეული, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და შედარებით ჩავარდნილი უბნების შევსება. მაგალითად დუნდულების ან მუცლის დაპატარავება და მკერდის ან ტუჩის გადიდება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ 0,5 სმ–იანი განაკვეთებით. ლიპოფილინგი გამოიყენება:

  • ჩავარდნილი ლოყების, პატარა ნიკაპის, ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექციისთვის
  • ღრმა ნაოჭების (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებსშორისი ნაოჭის გასასწორებლად)
  • ხელის მტევნების კომპლექსური გაახალგაზრდავების დროს
  • წვივებისა და დუნდულების ფორმის შეცვლისა და გადიდებისთვის
  • მკერდის ფორმის კორექციისთვის
  • არასწორად წარმოებული ლიპოსაქციის შედეგად კანის რელიეფის დეფორმაციის შესავსებად.


ოპერაცია


ქსოვილების იმპლანტაციისთვის ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში შემუშავებულია ცხიმოვანი ქსოვილის მიღებისა და მისი შემდგომი გადამუშავების სპეციალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი უჯრედების შეთავსების მაღალ პროცენტს ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან და, შესაბამისად, ხანგრძლივ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა.

ხანგრძლივობა


ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა. საშუალოდ 1,5-3 სთ.

გვერდითი მოვლენები


ოპერაცია რეკომენდებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური(ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს. ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება შეშუპება, სისხლჩაქცევები რომელიც თავისთავად გაივლის. იმის გამო, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს შეთავსებული ცხიმის ოდენობა, გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს განმეორებითი პროცედურები, რაზეც კლინიკა "მედი"–ში სხვადასხვა ფასდაკლება მოქმედებს.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში.

ანესთეზია


ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

 



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player