Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა განმარტება

ოტოპლასტიკა არის ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, ფორმა შევუცვალოთ გამოშვერილ ყურებს. 

შედეგი

მრავალი ადამიანისთვის გამოშვერილი ყურები მთელი ცხოვრების კომპლექსს წარმოადგენს. ადამიანი ყველანაირად ცდილობს, დამალოს ისინი, უჭირს საზოგადოებაში ყოფნა, სასურველი ვარცხნილობის ტარება. ამავე დროს, ამის გამოსწორება იმაზე მარტივია, ვიდრე მრავალ ადამიანს გონია. ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს 6 წლის ასაკიდან.
ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
  • გამოშვერილი ყურების კორექცია
  • ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია
  • ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია
  • ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.


ოპერაცია

გამოწეული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის უკანაა, ამიტომ ნაწიბური არასოდეს ჩანს. ოპერაციის მეთოდი სხვადასხვაა არსებული პრობლემიდან გამომდინარე. ოპერაციის შემდეგ კი ყური ბუნებრივად გამოიყურება.

ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობას ჩატარებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს და 1-2 საათი გრძელდება.

გვერდითი მოვლენები

ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება ყურების შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ. დროებით აღინიშნება ყურზე მგრძნობელობის მოშლა.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი ოპერაციის შემდგომ იმავე დღეს ეწერება კლინიკა "მედი"–დან. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 დღეში. მეორე დღიდან შესაძლებელია ნახევის “ აბადოკით”დამალვა, რომელიც 2 კვირის განმავლობაშია სატარებელი, შემდგომ მხოლოდ ღამით კიდევ 2 კვირა.

ანესთეზია

ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

 

 




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player