ჯერ კიდევ ახლო წარსულში, მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოიდგენდა ადამიანი, რომ შესაძლებელი გახდებოდა დაკიდებული, მოდუნებული კანის დაჭიმვა სერიოზული ოპერაციის გარეშე. ეს ოცნება ბრაზილიელმა ქირურგებმა რეალობად აქციეს (თუმცა, ისინი დიდხანს საიდუმლოდ ინახავდნენ ამ მეთოდს). ფილამენტლიფტინგი (კანისა და რბილი ქსოვილების დაჭიმვის ნაკლებინვაზიური მეთოდით კანის გაახალგაზრდავება) დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.
განმარტება
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი” – ს სპეციალისტებმა ევროპაში გაიარეს კვალიფიკაცია და წარმატებით იყენებენ ამ უნიკალურ მეთოდს. სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ძაფებით, ნარკოზის, ყოველგვარი გაკვეთის, ნაწიბურის გარეშე ადვილად შესაძლებელია შუბლის, წარბის, სახის ოვალის, ნიკაპის, კისრის, მუცლის და დუნდულების კორექცია.
შედეგი
“ბრაზილიური ძაფების” უპირატესობა მომენტალური შედეგია. ნახევარ საათში გადაიჭიმება ზედა ქუთუთოს, ყვრიმალების, ცხვირ-ტუჩის კანი, შორდება ორმაგი ღაბაბი. დუნდულები პაციენტის თვალწინ აიწევა, უფრო მკვრივი გახდება. დაჭიმვის ეფექტი 5-10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, შედეგიც უფრო ხანგრძლივია.
ტექნოლოგია
მეთოდი ნაკლებინვაზიურია, არ საჭიროებს ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს. რბილ ქსოვილში შეყვანისას ძაფი ფიქსირდება ქსოვილში და გადაჭიმვის პროცესში ქსოვილი ახალ მდგომარეობას იღებს. ძაფი სპეციალური ინსტრუმენტებით შეჰყავთ, რაც გამორიცხავს კანზე ყოველგვარი ნაკვალევის გაჩენას. ძაფი 2 წელიწადში გაიწოვება.
ხანგრძლივობა
ოპერაცია გრძელდება 1-2 საათამდე, გააჩნია ზონას.
პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებიდან პაციენტმა შეიძლება ერთი დღე გაატაროს კლინიკა "მედი"–ში. ფილამენტლიფტინგის ჩვენებები:
- გამოხატული ნაოჭები შუბლზე;
- წარბების გარეთა კუთხეების დაწევა
- ორმაგი ღაბაბი, კისრის მოდუნებული, მოშვებული კანი
- მოშვებული მუცელი, დუნდულები, მხრები, ბარძაყის შიგნითა ზედაპირები.
გვერდითი მოვლენები
ამ მეთოდს გვერდითი მოვლენები არ აქვს.



