Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნაწიბურების კორექცია

განმარტება

კანის ნებისმიერი სრული დაზიანების შემდგომ ყალიბდება ნაწიბური. Kანის ნაწიბური შეიძლება იყოს ატროფიული, ნორმოტროფიული, ჰიპერტროფიული და კელოიდური. მათი განვითარება დამოკიდებულია ძირითადად ორგანიზმის თავისებურებებზე. ნორმოტროფიული ნაწიბურის გარდა, თითოეულ მათგანს მკურნალობა ესაჭიროება.

შედეგი

ნაწიბურების გაქრობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ისინი ნაკლებ შესამჩნევი გახდეს. ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომაა დანერგილი. გასათვალისწინებელია, რომ ნაწიბურის ჩამოყალიბებას 1 წელი ესაჭიროება, რის გამოც ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ამ პერიოდის გასვლამდე რეკომენდებული არ არის. 1 წლის განმავლობაში შესაძლბელია გამოვიყენოთ სხვადასხვა მალამოები, სილიკონის საფენები, ჰორმონალური პრეპარატების ინექციები და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ოპერაციის გაკეთება კი მხოლოდ ამ ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაშია აუცილებელი.

ოპერაცია

ნაწიბურების  ოპერაციული მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ღომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის.

  1. - მცირე ზომის ნაწიბურები შესაძლებელია ამოვკვეთოთ და გავკეროთ.

  2. - დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გადანერგვა ან   როტაციული,შემობრუნებული კანის უბნით ნაწიბურის დაფარვა.

  3. - დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მის მახლობლად სპეციალური მოწყობილობის, ექსპანდერის, საშუალებით გავწლოთ კანი. შემდგომში კი უკვე გაზრდილი ფართის კანი გამოვიყენოთ ნაწიბურის დასაფარად. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი არ საჭიროებს კანის დამატებით განაკვეთებს.


ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ნაწიბურის ზომიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება

გვერდითი მოვლენები

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნაწიბურის სრულიად გაქრობა შეუძლებელია. იშვიათ შემთხვევებში, ორგანიზმის მიდრეკილების გამო, შესაძლებელია ნაწიბური კვლავ შესამჩნევი იყოს.

პაციენტის სტატუსი

პაციენტი ეწერება კლინიკიდან იმავე დღეს ან  1 დღის შემდგომ.. სარეაბილიტაციო პერიოდი დამოკიდებულია ნაწიბურის ზომასა და მის მდებარეობაზე.

ანესთეზია

ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის პირობებში.


 



 

 




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player