ჩვენს შესახებ
50 000 მდე პაციენტი, 10 000 ზე მეტი ოპერაცია უნიკალური შედეგებით, 8 ფილიალი საქართველოში და კლინიკები მსოფლიოს 5 უდიდეს ქალაქში – ეს არის კლინიკა “მედი”.
ესთეთიკური მედიცინის ლიდერი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპაში მუდმივად გთავაზობთ ახალ ტექნოლოგიებს. კლინიკა "მედი"–ში სრული სპექტრია წარმოდგენილი ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თბილისში კლინიკა "მედი"–ს ძალზედ ბევრი მომხმარებელი ყავს აზერბაიჯანიდან.
სწორედ ამიტომ გვინდა გაგაცნოთ ამ უნიკალური კლინიკის შესახებ ინფორმაცია. ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" გთავაზობთ უახლეს ტექნოლოგიებს, ცნობილ ექიმებს და კომფორტს. რაც ყველაზე მთავარია, კლინიკა "მედი" გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს მომსახურებას, ვიდრე ეს ევროპულ ქვეყნებშია.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" ქირურგებმა გიორგი და მარინა მჭედლიძეებმა დააარსეს. ესთეტიკურ მედიცინაში მათი დიდი გამოცდილების შედეგად მედიესთეტიკის კლინიკათა ჯგუფი სწრაფად გახდა ლიდერი რუსულ ბაზარზე, რასაც მოჰყვა კლინიკის განვითარება სხვა ქვეყნებშიც.
პლასტიკური ქირურგიის სფეროში ბევრი ინოვაცია და ტექნოლოგია უკავშირდება გიორგი და მარინა მჭედლიძეების სახელს. ქალბატონი მარინა მჭედლიძე დღემდე განაგრძობს პლასტიკურ ქირურგიაში ოპერაციების კეთებას და ის ერთ–ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება ევროპაში. ამ სფეროში მათ უამრავი ჯილდო აქვთ მოპოვებული.

