მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » არამიმიკური ნაოჭების კორექცია

არამიმიკური ნაოჭების კორექცია

კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. ორგანიზმში 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით იჩენს თავს  – კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას,  ჩნდება ნაოჭები,  იცვლება სახის ფერი. ამგვარი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ჰიალურონის მჟავას პრეპარატის (იუვიდერმი) კანქვეშა ინექციები.



რა არის იუვიდერმი ?
იუვიდერმი ეს არის ბიოთავსებადი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არამიმიკური (სტატიკური)  ნაოჭების კორექციისათვის.


როგორია მისი შედეგი ?
ამ პრეპარატის საშუალებითაც მაქსიმალური შედეგი მიიღწევა  კერძოდ  ხდება  სტატიკური ნაოჭების  სრული გასწორება.


როგორია თვითონ პროცედურა ?
პრეპარატი მიკროინექციის გზით შეიყვანება ნაოჭის კანქვეშ, და როდესაც  პრეპარატი  იწყებს მოქმედებას, ხდება კანის  გადასწორება.  ეფექტის ხანგრძლივობა 1.5-2 წელიწადია. 


რამდენი ხანი გრძელდება  პროცედურა ?
პროცედურა გრძელდება დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში,  არის უმტკივნეულო და კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს.


აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ?
გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი  შეშუპება, რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში. 
პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს  და აგრძელებს თავის საქმიანობას.
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.



კლინიკა მედის მომსახურება