პლაზმო ლიფტინგი -კანის გაახალგაზრდავება ტრომბოციტების დახმარებით.

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდია.
პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი , რომელიც მდიდარია ტრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს.


რა მეთოდი მოქმედებს  პლაზმო ლიფტინგის დროს ?

მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან სხვა მინარევების გარეშე.

რა ასაკის ადამიანმა შეიძლება გაიკეთოს ეს პროცედურა ?
პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.

იწვევს თუ არა პროცედურა  გართულებებს ?
სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები.

რა შედეგი  აქვს ამ პროცედურას ?
პლაზმოლიფტინგის კურსის შედეგად კანი მნიშვნელოვნად უმჯობესდება გარეგნულად, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანი არა მარტო გამოიყურება, არამედ ფუნქციონირებს ახალგაზრდულად.

სხეულის რა ზონაზეა  სასურველი ამ პროცედურის გაკეთება ?
თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური.

კონკრეტული ზონები:

  • ქუთუთოები
  • კანი თვალის ირგვლივ
  • სახის კანი
  • ყელი და დეკოლტე
  • ალოპეცია (სიმელოტე)
  • თმის ცვენა
  • წამწამებისა და წარბების ცვენა-გათხელება
  • ფეხის ტერფები.


შესაძლებელია სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარებაც:

  • აჩქარებს კბილის იმპლანტების შეგუება-შეთვისებას
  • ეფექტურია პაროდონტიტის დროს
  • ამაგრებს ღრძილებს


რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პლაზმოლიფტინგი კომფორტული პროცედურაა და მხოლოდ 30 წუთი გრძელდება. კურსი შეადგენს  4-6  პროცედურას  10-14 დღეში.

მტკივნეულია თუ არა პროცედურა ?
პროცედურა მტკივნეული არ არის და  ანესთეზიას არ საჭიროებს.

რა  უნდა გავითვალისწინო  პროცედურის  ჩატარებამდე?
პლაზმოლიფტინგი არ არის რეკომენდირებული  იმუნოდეპრესიული მდგომარეობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;   პრო და ანტიკოაგუალანტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში;  ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:  სისხლის სისტემური დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები,  ჰეპატიტი,  ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.

 



კლინიკა მედის მომსახურება