მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » სახე » ცხვირის პლასტიკა-ახალი მეთოდი

ცხვირის პლასტიკა-ახალი მეთოდი

ცხვირის პლასტიკის ახალი მეთოდით - ულტრაბგერითი პიეზოტომის (ცნობილი როგორც „ლაზერული რინოპლასტიკა“) გამოყენებით.

როგორ კეთდება ოპერაცია? 
სპეციალური აპარატის საშუალებით ხორციელდება ძვლოვანი ქსოვილის სიზუსტით დამუშავება. ძვალი იჭრება იქ სადაც საჭიროა გაუთვალისწინებელი ბზარების გარეშე. 

პიეზოტომის გამოყენების დროს არ ზიანდება რბილი ქსოვილები და ხრტილები.
ცხვირის ოპერაციის ამ მეთოდმა ჩაანაცვლა ჩაქუჩის გამოყენება, რაც ოპერაციას და მის პოსტოპერაციულ პერიოდს უფრო კომფორტულს ხდის. 



რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია? 
ცხვირის პლასტიკის ოპერაცია გრძელდება 1,5-2 საათი 

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი ? 
პიეზოტომის გამოყენებით პოსტოპერაციული სისხლჩაქცევები , სილურჯე და შეშუპება ნაკლებად ვითარდება. 
ტამპონები და თაბაშირის ნახვევების ნაცვლად ოპერაციის შემდეგ გამოიყენება სილიკონის არტაშნებს, რომლითაც შესაძლებელია სუნთქვა. გარედან კი კეთდება სპეციალური მეტალის ფიქსატორი ლეიკოპლასტირით. 
ახალი მეთოდით ჩატარებული რინოპლასტიკა ხდის პოსტოპერაციულ პერიოდს უფრო კომპორტულს და ხანმოკლეს.



აი რას ამბობს ამ ტექნოლოგიის შესახებ ცნობილი ინგლისელი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი  ჩარლზ ისთი:
„ მაქვს პატივი მიმეღო მონაწილეობა პიეზოს რინოპლასტიკაში დანერგვის პროცესში; მე მიმუშავია მრავალი წლის განმავლობაში სახვადასხვა სახის ხელსაწყოებით რინოპლასტიკის დროს „კრანიოფასიალური“ პროცედურებისთვის ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში,ნიცაში, ჰამბურგსა და სტამბულში; მაგრამ ჩვენ ეხლა ისეთი ტექნოლოგია გვაქვს , რომელიც გზას გვიხსნის ნაზალური პირამიდისა და მძიმე „კარტილეგის“ გამოძერწვისათვისა და კონტროლისათვის;  გარდა ამისა, ის იძლევა საშუალებას მარტივად და უმტკივნებულოდ, მიკრონის სიზუსტით იქნას აღებული ნეკნებიდან გრაფტები, რომელიც აუცილებელია რეკონსტრუქციისათვის .