მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » სახე » ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა განმარტება

ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა განმარტება

ყურის პლასტიკა – ოტოპლასტიკა არის ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც იძლევა, ყურის ფორმის შეცვლის საშუალებას.   

ასევე კეთდება   ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია. 

რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია?
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს 16 წლის ასაკიდან.



რას ითვალისწინებს ოტოპლასტიკა ?
●  ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს: 
●  გამოწეული ყურების კორექცია
●  ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია
●  ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია
●  ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.

რა მეთოდით კეთდება ეს ოპერაცია კლინიკა „მედი“- ში ?
გამოწეული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის უკანაა, ამიტომ ნაწიბური არასოდეს ჩანს. ოპერაციის შემდეგ კი ყური ბუნებრივად გამოიყურება.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ?
ყურის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობას ჩატარებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს და დაახლოვებით 1 საათი გრძელდება.

რა  გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ოპერაციის შემდეგ?
ყურის პლასტიკა ოპერაციის შემდგომ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ყურების შეშუპება, პატარა  სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ.

რამდენი ხანი გრძლდება სარეაბილიტაციო პერიოდი ?
პაციენტი ყურის პლასტიკის ოპერაციის შემდგომ იმავე დღეს ეწერება კლინიკიდან. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 დღეში. მეორე დღიდან შესაძლებელია “აბადოკის„ ტარება, რომელიც 2 კვირის განმავლობაშია სატარებელი, შემდგომ კიდევ 2 კვირა მხოლოდ ღამით.

ყურის პლასტიკის ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით.